ექსპერტი ელენე ხოშტარია სოციალური ქსელის მეშვეობით, ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. ხოშტარიას განცხადებით, რაც უფრო მალე გაიაზრებს მთავრობა, რომ სტატისტიკით კინკლაობას ჯობია საქმეს სერიოზულად მიხედოს, უკეთესი იქნება ყველასთვის.
„მთავრობას შეუძლია დიდი ხანი იმართლოს თავი, იკამათოს, რომ კრიმინალი არ გაზრდილა. ამ კამათს აზრი არა აქვს, სტატისტიკით მანიპულირება ძალიან ადვილია და მათ ხელშია, ამიტომ იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ როგორც მინიმუმ, საზოგადოებაში გაჩენილი კრიმინალის ზრდის განცდა უკვე მათი პრობლემა და პასუხისმგებლობაა. უბრალოდ სტატისტიკაზე ყვირილით ვერ უშველიან ამას.
პრობლემა კი შემდეგშია:
- პროცედურულად გაუმართავი პროცესით ძალიან ბევრი კრიმინალის გამოშვება
- პრემიერის განცხადება "გაგებით მოეკიდეთ"
- დანაშაულების არგამოძიება
- ძალიან სუსტი სანქციები ყველას თვალწინ მომხდარ დანაშაულზე
- შს მინისტრის იმიჯი
- თავისუფლების და უპასუხისმგებლობის ერთმანეთში აღრევა
სახელმწიფოს ვალდებულებაა არა მხოლოდ ძალას არ გადაამეტოს (რაც დაუშვებელია), არამედ ადამიანები დაიცვას კრიმინალისგან.
რაც უფრო მალე გაიაზრებს მთავრობა, რომ სტატისტიკით კინკლაობას ჯობია სერიოზულად მიხედოს საქმეს მით უკეთესი ყველასთვის“,- წერს ხოშტარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






