პრეზიდენტის ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დაიწყო
პოლიტიკა - 11:02, 03 Sep, 2014     673

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დღეს დაიწყო. ნატო-ს სამიტამდე ქვეყნის პირველი პირი ლონდონში გამართავს შეხვედრებს. იგი საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა თემაზე „საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით“. გიორგი მარგველაშვილი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებს. ამავე დღეს იგეგმება ქვეყნის პირველი პირის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან სუმა ჩაკრაბარტისთან.

4-5 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი უელსში ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი მარგველაშვილი დაესწრება საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების მისიაში (ISAF) მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს.

ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, ასევე ნატოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ხელმძღვნელი ლევან დოლიძე და სხვები, საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტთან ერთად სამიტში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წარმომადგენლები, რომლებიც ორმხრივ შეხვედრებს თავიანთ კოლეგებთან გამართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42