საქართველოს პარლამენტი დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის კიდევ ერთი პროეტქის განხილვას გეგმავს. ტექსტი უკვე შედგენილია, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მასში რუსეთის აგრესიაზეც არის საუბარი თუმცა კონკრეტულად რა წერია რეზოლუციაში ეს დღეს გახდება ცნობილი.
დაუჭერს თუ არა დოკუმენტს მხარს საპარლამენტო უმცირესობა ეს ტექსტის განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი.
„მთავარი საკითხი რაც იქნება რეზოლუციაში, თუ უმრავლესობა ამას დააპირებს, არის ის რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ჩვენი პოზიცია, მთელი ის აგრესია, რომელიც დღეს უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება და არამარტო უკრაინის წინააღმდეგ, თავისუფლების მოყვარე ერების წინააღმდეგ ხორციელდება უკრაინის სახით, ეს არის სწორედ პუტინის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც დიდი ხანია ჩამოყალიბდა, რომელსაც ის დიდი ხანია აგრძელებს და სწორედ მკაფიოდ უნდა უნდა დაერქვას ყველაფერს თავი სახელი",- აცხადებს აკო მინაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






