„ერთი წლის წინ, მარიამობას აჭარიდან მოდიოდა თენგო მახარაძე ცოლთან და პატარა შვილთან ერთად. ავარია მოხდა და სამივე გარდაიცვალა! ყველაზე საშინელი ტრაგედია იყო ეს ამბავი თუ რამე მინახავს და გამიგია. თენგოს ძმაა ლაშა, რომელიც დღეს ჩაცხრილეს! ღმერთო ძალა მიეცი მათ დედას!“,- ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საშუალებით წერს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მამაკაცი ჩაცხრილეს. ინფორმაციის თანახმად, გასროლა უცნობი ავტომანქანიდან მოხდა.
,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით 27 წლის ლ. მახარაძე ამნისტირებული იყო. მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მახარაძე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იყო და სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იხდიდა.
ლ. მახარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლეობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






