"საბერძნეთს სააკაშვილის დაკავების საფუძველი არ ჰქონდა"
პოლიტიკა - 16:15, 02 Sep, 2014     9314

საბერძნეთში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, გემი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე მგვზავრობდნენ, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია მას საბერძნეთის კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსმა დიმიტრი კაპაკიდისმა მიაწოდა.

აღნიშნულ ფაქტს საპარლამენტო ოპოზიცია აფსურდულს უწოდებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ 18:00 საათზე, თურქეთის მხრიდან, კუნძულ სამოსზე შევიდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი კერძო იახტა, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდნენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სასაზღვრო კონტროლის დროს მიხეილ სააკაშვილის პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარის მიერ შესულია მოთხოვნა პირის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ პროცედურები დასრულებული არ არის, საბერძნეთს პირის დაკავების საფუძველი არ ჰქონდა. მათივე თქმით, გემი კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა თავისი ეპიკაჟის შემადგენლობით. ეს არის საბერძნეთის სამართალდამცავების, კერძოდ კი სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მიწოდებული ინფორმაცია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსმა დიმიტრის კაპაკიდისი გადაცემა „მოამბესთან“ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მე არ მაქვს იმის უფლებამოსილება, რომ პრესას ინფორმაცია მივაწოდო ამ საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს ინფორმაცია გავცე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ძალიან ვწუხვარ მაგრამ ამასთან დაკავშირებით თქვენ უნდა მიმართოთ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს ათენში“, - განაცხადა კაპაკიდისმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42