საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილისთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება
პოლიტიკა - 15:41, 02 Sep, 2014     5505

საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილისთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება,- ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ განცხადა.

პირველი სექტემბრიდან თითქმის ყველა საჯარო უწყებას სამუშაო დღე 09:00 საათზე უნდა დაეწყო, თუმცა საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილის მიერ ბავშვების სკოლებში ან საბავშვო ბაღებში დატოვება მათ მიერ ახალი სამუშაო გრაფიკის დარღვევას გამოიწვევდა.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საჯარო უწყებებში სამუშაო დრო 09.00 საათიდან იწყება.

მთავრობის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეებთა დიდ ნაწილს ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები და ამ ბავშვების სკოლებში ან საბავშვო ბაღებში მიყვანა და დატოვება ბუნებრივად გამოიწვევს მათ მიერ ახალი სამუშაო გრაფიკის დარღვევას. ამიტომ, შიდა რეგულაციების საფუძველზე, მოხდა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა აღრიცხვა და შესაბამისად, მათთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება.

მთავრობის ადმინისტრაციის მსგავსად, ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს შესაძლებლობა, შიდა რეგულაციის საფუძველზე, მსგავსი გამონაკლისი დაუშვას საკუთარ თანამშრომლებზე”, - განაცხადა ნინო კობახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42