უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის აეროპორტი დატოვეს, მიუხედავად ამისა აეროპორტი ტერორისტებმა მთლიანად გაანადგურეს, შედეგად თვითმფრინავების მიღება შეუძლებელია. ამის შესახებ ტელეკომპანია 112.ua-ს პირდაპირ ეთერში ლუგანსკის სამმართველო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ვერიგინამ განაცხადა.
„აეროდრომი სრულებით განადგურებულია, თვითმფრინავების დაშვება შეუძლებელია“, - აღნიშნა ვერიგინამ.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აეროპორტის გადასარჩენად უკრაინელმა სამხედროებმა ტერიტორიიდან უკან დაიხიეს.
აღნიშნულ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 აგვისტოს, ამბოხებულები ირწმუნებოდნენ, რომ ლუგანსკის აეროპორტს აკონტროლებდნენ. მომდევნო დღეს „დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ აეროპორტის მისადგომებთან ბატალიონი „აიდარი“ გაანადგურეს.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






