კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ „საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინოდ პასიურობს რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ეგზინტენციურ ორთაბრძოლაში“.
ექს-მინისტრის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინის დამოუკიდებლობას „ჯვარს დაუსვამს“, არ არის გამორიცხული მომავალში რუსეთის მიერ გასანადგურებელი ქვეყნების სიაში საქართველო აღმოჩნდეს.
„რუსეთი ამ წუთას აწარმოებს ე.წ. ჰიბრიდულ ომს, რაც ნიშნავს საინფორმაციო და უხეში ძალის კონბინირებულ სამხედრო ოპერაციას. ჩვენი ხელისუფლება სამარცხვინოდ პასიურობს ამ ეგზინტენციურ ორთაბრძოლაში, რომელიც საქართველოსაც ეხება. თუ პუტინმა უკრაინის დამოუკიდებლობას ჯვარი დაუსვა, საქართველო იქნება პირველი ერთ-ერთი, რომელიც გასანადგურებელ ქვეყნების სიაში აღმოჩნდება. პუტინს არ აწყობს დამოუკიდებელი საქართველო. მას უნდა ბუფერული ტერიტორია, მართვადი ქაოსით“, - განაცხადა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






