ექსპერტი დავით სიხარულიძე ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას საქართველოში ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შესაძლო შექმნაზე დადებითად აფასებს.
მისი თქმით, სამხედრო საწვრთნელი ცენტრის შექმნა ფოკუსირებული იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.
„ის, რაც გავრცელდა გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს იქნება ფოკუსირებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. აქ არის უფრო ინტენსიური დახმარება, უფრო ინტენსიური ჩართულობა ნატოში და ნატოში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის კომპონენტები, რომელიც გულისხმობს საქართველოს შეიარაღებული ძალების უფრო კარგად აღჭურვას და მომზადებას იმისათვის, რომ ჯერ ერთი შეძლონ მათ ურთიერთქმედება ნატოს ძალებთან და მეორე მათი პროფესიონალობის დონე ამაღლდეს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






