საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, შესაძლოა, საქართველოში ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას.
„თავად ცენტრის თემა ეს არის მცირე ნაწილი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული საკითხებისა, რომლებიც უელსის სამიტის შემდეგ გაცილებით ინტენსიური და თვალსაჩინო გახდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, შესაძლოა, საქართველოში ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას.
„პაკეტი, რომელსაც საქართველო მიიღებს, უფრო მეტად დაახლოებს მას ნატოსთან, შევქმნით თავდაცვის შესაძლებლობებისათვის სპეციალურ მისიას, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თავდაცვის სამინისტროზე და დაეხმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმებსა და მოდერნიზებაში, ალიანსის წვრთნებში მონაწილეობის გააქტიურებით გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ უკეთ იმუშაონ მათ ნატოს შენაერთებთან ერთად“, - განაცხადა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები






