ვალერი გელბაგიანი „ქრონიკა +“-სთან ინტერვიუში ერევანში ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრას იხსენებს. მისი თქმით, ერევნიდან წამოსვლის წინ ბადრი პატარკაციშვილმა ის გააფრთხილა საზღვარი არ გადაეკვეთა, რადგან ეჭვობდა, რომ გელბახიანს დააკავებდნენ.
ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მისი დაკავება იმ დროს დიდი სკანდალი იქნებოდა და ამას მაშინდელი ხლეისუფლება ვერ გაბედავდა.
„მე უნდა გამერისკა, შევცდი ბადრისთვის არ უნდა დამეჯერებინა, რამდენჯერმე დამირეკა, ხუთი კილომეტრი იყო დარჩენილი საზღვრამდე, ბოლოს რომ დამირეკა, - შენ თუ იქით გადახვალ, მე კითხვები გამიჩნდებაო, შენ რომ დაგიჭირონ და იძულებით გათქმევინონ რაღაცეებიო? ძალიან ბევრს იღებ შენს თავზეო, მე მირჩევნია, იყო უსაფრთხოდ და იყო ცოცხალიო. იქვე ვუთხარი, მე თუ იქით არ გადავალ და ბრძოლას არ გავაგრძელებ, შენი ამბავი დასრულებულია, ციხეშიც რომ ვიჯდე, უკეთესია გაგიადვილდება პოლიტიკური ბრძოლა-მეთქი. ჩვენ ახლა შეცდომას უშვებთ მეთქი. მე ჩემი გითხარი, როგორც გინდა ისე მოიქეციო. ეს სიტყვები იყო გადამწყვეტი!“, - განაცხადა პატარკაციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






