უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე დილიდან საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე მსჯელობენ. ამ თემაზე ერთერთი მომხსენებლი რუსი ექსპერტი ანდრეი ილარიონოვია. ფორუმი თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს და მას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრება.
ილარიონოვის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და საერთაშორისო საზოგადოებამ მის აგრესიას აგრესიითვე უნდა უპასუხოს.
„უკრაინის კრიზისი გამოწვეულია რუსეთის აგრესიის მიერ, ახლა ფართო მასშტაბიანი ომი სწორედ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარეობს, ბოლო ექვსი თვეა აქტიური ფაზა, ე.წ. ჰიბრიდული ფორმატით გრძელდება, დღეს კი სახეზეა რუსეთის შეიარაღებული ძალების ღია ინტერვენცია უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროების რიცხვი 15 ათასს შეადგენს. ამას ემატება ტანკები და არტილერია. ის ფაქტი, რომ სეპარატისტებმა დაიკავეს დონეცკისა და ლუგანსკის აეროპორტები, იმას ნიშნავს, რომ ხვალ-ზეგ მათ უკვე ავიაციაც ეყოლებათ“, - განაცხადა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






