ირაკლი ღარიბაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 12:25, 02 Sep, 2014     1122

საქართველო 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორის, იურგენ ბოსის შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის მეთაურმა იურგენ ბოსს განუმარტა, რომ ეს საქართველოსთვის არა მხოლოდ მნიშნელოვანი კულტურული, არამედ პოლიტიკური პროექტია, შესაბამისად, პროცესის კოორდინაციას პირადად უხელმძღვანელებს.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, იმისთვის, რომ საქართველო 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ღირსეულად წარმოჩინდეს, 300-ზე მეტი ქართული წიგნის თარგმნა იგეგმება. აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას გაუწევს ეროვნული წიგნის ცენტრი, რომელიც კულტურის სამინისტროსთან შეიქმნა.

შეხვედრაზე ასევე საქართველოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე, ლიტერატურისა და კულტურის უძველეს ნიმუშებსა და ქართული დამწერლობის უნიკალურობაზე გამახვილდა ყურადღება.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ მოსამზადებელი პროცესის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალი სამი წლის განმავლობაში. საუბარი შეეხო თარგმანებს და ასევე საქართველოს კულტურულ ტრადიციებს“, - განაცხადა იურგენ ბოსმა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42