საქართველოს პრეზიდენტმა უელსში, პეტრო პოროშენკოსთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა ,,მაესტროს" ეთერში. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ სრული მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინას და უკარნელ ხალხს.
„მე ვფქრობ, რომ ქართულმა მხარემ დააფიქსირა ძალიან მკაფიო და მკვეთრი მხარდაჭერა უკარინელებისთვის, არაერთხელ დაფისქირდა პოზიცია, რომელშიც ქართული მხარე უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს - არაერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ სამწუხაროდ ჩვენი პრობლემები 2008 წელს და უკრაინის დრამატული მოვლენები 20014 წელს ყირიმის მიმართულებით თუ აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით-ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ქართულმა მხარემ და კერძოდ, მე მხარი დავუჭირე და ვიყავი უკრაინაში, მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი, საქართველოს მთავრობამ გააგზავნა ჰუმანიტარული მისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი სერგეენკო, რომ მოლაპარაკლება მომხდარიყო იმ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც არის უკრინაში“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ამ კონტექსტში აღსანიშნავია პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებაში.
„უელსის სამიტზე მე და პეტრო პოროშენკო ვხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ კოორდინირებულად ერთიანი პოზიციიდან გამომდინარე ვილაპარაკოთ. არსებული პრობლემებიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული, რეალური და არა გაბუქებული, არა მხოლოდ სიტყვებზე აყოლილი მხარდაჭერა“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა ნორმალურია.
„რეალურად ჩვენ თუ ჩავუღმავდებით რაში აკრიტიკებენ ქართულ მხარეს, ეს არის ძირითადში კონკრეტულ სიტყვებზე გამოდავება, კონკრეტულ რიტორიკაზე გამოდავება, ეს არის ოპოზიციის საქმე, ეს ნორმალურია, რომ ოპოზიცია აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგარმ თუ მე მეკითხებით შეფასებას, ჩემი აზრით ქართულმა მხარემ ყველა ფორმატში დააფიქირა თავისი მხარდაჭერა უკრაინიასთან მიმართებაში“,- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






