საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე დღით ადრე უელსის სამიტს აფასებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ჩვენ მივდივართ ორი მნიშვნელოვანი მიზნისთვის, პირველი ეს არის, რომ უელსის სამიტი ეს იყოს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძიერების და რეგიონის უსაფრთხოების გაღმავების სამიტი და ამ თვალსაზრისით გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას, რეგიონს, საზოგადოებას და ხალხს უფრო დაცულ და უფრო სტაბილურ გარემოს შეუქმნის. ამის შესახებ საუბარი იყო რასმუსენის დღევანდელ განცხადებაშიც, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მივდივართ იმისთვისაც, რომ სამიტი იყოს აგრეთვე საქართველოს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე ასევე სერიოზული და პოზიტიურად გადადგმული ნაბიჯი. ასე რომ ეს არის ორი მიზანი, რომელიც ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს აი ამ მიზნით მივემგზავრებით ჩვენ სამიტზე“,- აღნიშნა საქართველოს პრეიზდენტმა.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.
„ამ ვიზიტში ჩვენ, ქართული მხარე ვართ უაღრესად წელში გამართული, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს პოზიციას გვიმაგრებს ის დემოკრატიული რეფორმები, რაც განხორციელდა ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ასევე ზურგს გვიმაგრებს ის პოზიტიური რეფორმები რაც განხორციელდა თავდაცვის სისტემაში და ჩვენს ჯარში, ასევე ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ის მრავალი მისია, რომელში ჩვენ ვმონაწილეობდით და ჩვენი ქვეყანა დაფიქისრიდა როგორც საერთაშორისო კონტექსტში ძალიან პასუხისმგებლიანი მოთამაშე. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს სერიოზული იმედიც, ამბიციაც იმისა, რომ უელსიის სამიტის მერე ჩვენი რეგიონის უსაფრთხიოება ისევე როგორც საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა იქნება უკეთესი და უფრო პროდუქტიული“,- აღნიშნა მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა იმ შეხვედრებზეც ისაუბრა, რომელიც სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი.
„არის ბევრი შეხვედრა დაგეგმილი, ქვეყნის ლიდერებთან, პირველი შეხვედრა იქნება გენერელურ მდივანთან, შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა პეტრო პოროშენკოსთან, შემდეგ ეს შეხვედრები გაგრძელდება ორმხივი შეხვედრებით და ჩვენ ამ ერთიანი ხედვის და გეგმის გაღგმავებისკენ ვიქნებით ორიენტირებულები“,- აცხადებს მარგველაშვილი.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






