,,პოსტი წაშალოს, არ დაურეკეს მაგას?!“ - გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი ზეწოლაზე საუბრობს
სოც.მედია - 20:39, 01 Sep, 2014     3474
მე ვმუშაობ გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ს.ს.ი.პ დაცული ტერიტორიების სააგენტოში და მაინტერესებს ვის ცალია ჩემი პირადი Facebook პოსტების საკითხავდ და ვის ყოფნის თვახედობა გამიკონტროლოს რა დავწერო და რა არა ჩემს პირად გვერდზე? - ამის შესახებ ფისო კიღურაძე სოციალურ ქსელში წერს და ,,ფეისბუქზე“ საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო სამინისტროს მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

,,რომ იცოდეთ რაზე ვსაუბრობ:

22 აგვვისტოს გამოვაქვეყნე პოსტი, სადაც გამოვთქვი ჩემი აზრი Ice Bucket Challenge-ის აქციის მიმართ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულების შესახებ (ქვევით შეგიძლიათ იხილოთ პოსტი, რომლის გამოც ატყდა ეს ამბავი). რამდენიმე წუთის შემდეგ გავაკეთე კიდევ ერთი უმნიშვნელო პოსტი, სადაც დავაშეარე ვიკიპედიას გვერდი ამავე აქციის წესების შესახებ, მათთვის ვინც ვერ გაიგო ამ აქციის აზრი.

არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნებოდა ამ პოსტებს და საერთოდ არ დავუბრუნდებოდი ამ თემას, რომ არა ორი საათის შემდეგ ზარი პოსტის წაშლის თხოვნის შესახებ. რამდენიმე წუთის შემდეგ, საკუთარი თავმოყვარეობის და პროფესიის უგულველყოფის ხარჯზე ეს ერთი პოსტი წავშალე, კონკრეტული ადამინის მიმართ პატივისცემის ნიშანად. აქ არ დამთვარდა ყველაფერი, არ იყო გასული კიდევ რამდენიმე წუთი სამნისტროს ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელმა გამომიგზავნა ერთი გოგო და შემომითვალა:

- ეს მეორე პოსტიც (ვიკიპედიის ლინკზეა საუბარი) წაშალოს, არ დაურეკეს მაგასო?!

რა თქმა უნდა აღარ წამიშლია მეორე პოსტი და საერთოდ მივხვდი, რომ ის პირველიც არ უნდა წამეშალა, რადგან სწორედ უპრინციპობა და საზოგადოების მხრიდან სიჩუმე გახდა წინა ხელისუფლების ძალადობის მიზეზი, ამიტომ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტი არ ღირს დარჩეს უყურადღებოდ. დროა საკუთარ თავზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის სწორად განვითარებაში.

ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ს.ს.ი.პ-ის ხელმძღვანელობას არ ცალია ჩემი სტატუსების საკითხავად და ესმით, რომ პირად სივრცეში შეჭრა უკანონობაა.

მინდა მჯეროდეს, რომ ახალი არჩეული ხელისუფლება არ ცდილობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, რაც მათი მთვარი მონაპოვარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეცვლის შემდეგ.

მნიშვნელოვანიაა გაირკვეს, რომელი უწყების და რომელი თანამშრომლის ინიციატივით მოხდა ამ ზეწოლის განხორციელება ჩემს მიმართ. ამის გარკვევა პირველ რიგში მთავრობის ინტერესში უნდა შედიოდეს თუ ისინი ემიჯნებიან თავისუფალი აზრის შეზღუდვას.

პატივისცემით,

ცისანა (ფისო) კიღურაძე“.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42