ეს იყო დანაშაული... არ დავუშვებ, ყველაფერი უკვალოდ წაიშალოს - ზურა კიწმარიშვილი
პოლიტიკა - 16:28, 01 Sep, 2014     4920

„რუსთავი 2“-ის დამფუძვნებლის ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე მიმდინარე კვირას ბოლო ორი ექსპერტიზა ჩატარდება. როგორც „ნიუპოსტს“ ზურა კიწმარიშვილმა განუცხადა, ეს ექსპერტიზები „ერთი გასაღების ფუნქციას შეასრულებს“ და იმედოვნებს, რომ საქმეში სწორედ იქნება გამოყენებული.

„ბოლო ორი ექსპერტიზა ჩანიშნული ამ კვირაში. ერთი ექსპერტიზა ჩანიშნული ჰქონდა გამოძიებას, რომელიც ტრაექტორიას უკავშირდება და რომელსაც ჩვენ დავესწრებით. მეორე ჩვენი ინიციატივით ვთხოვეთ გამოძიებას. ეს ექსპერტიზა არის იმ ტიპის, რომელიც ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე შსს-მ ჩაატარა. თუმცა ამ შემთხვევაში ექსპერტიზა მანქანის სივრცეში ჩატარდება. ამასაც ჩაატარებს პროკურატურა და ამ ექსპერტიზასაც დავესწრებით. ამით ყველა ექსპერტიზა, რომელიც ნივთმტკიცებებს, საგნებს, მანქანას, იარაღს და გარდაცვალებას უკავშირდებოდა, გაკეთდა.

ეს ექსპერტიზები ერთი გასაღების ფუნქციას იძნენს და ეს ყველაფერი მთლიანობაში სწორედ უნდა იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო დანაშაული და არ დაუშვებს, რომ „ყველაფერი უკვალოდ წაიშალოს“.

„სამწუხაროდ, გამოძიების პროცესში არ გვაქვს საშუალება, თუნდაც ჩვენი ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილოთ და გამოვკითხოთ გამოძიებას, ხომ არ იყო ვინმეს ჩვენება მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. ყველაფერს ველოდები იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს მტკიცე რწმენა, რომ ეს იყო დანაშაული. პირადად მე, როდესაც რაღაცეებს ვაანალიზებ და ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ჩანს ესე ნათლად დანაშაულის ნიშნები, ვუშვებ, რომ ეს არის საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული დანაშაული. თუმცა ნამდვილად ვერ დაუშვებ, რომ ყველაფერი უკვალოდ წაიშალოს. რაღაც კვალი მაინც უნდა არსებობდეს, რასაც პროფესიონალმა გამოძიებამ ფარდა უნდა ახადოს. შესაძლოა კვალიფიკაციის შეცვლა მოხდეს. მაგალითად, შეიძლება შეკვეთილ მკვლელობად გადაკვალიფიცირდეს. რაც შეეხება დროს, თუ როდის დაიდება საბოლოო დასკვნა, ამას ვერ გეტყვით. როგორც კი გაირკვევა ყველაფერი, პროკურატურა ამას გაასაჯაროებს“, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42