საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მასსა და პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძეს შორის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრელებ დელეგაციასთან დაკავშირებით მჭიდრო კონსულტაციები მიმდინარეობდა. ფანჯიკიძის თქმით, ის ცდილობდა თენგიზ ფხალაძე დაერწმუნებინა, რომ ნიუ-იორკში ორი დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზარალებდა. თუმცა მინისტრის განმარტებით, მან ფხალაძის დარწმუნება ვერ შეძლო.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონტაქტი თენგიზ ფხალაძესთან. გვქონდა მასთან შეხვედრები და წერილობითი ურთიერთობა. ამ შეხვედრების მანძილზე აგრუმენტებით ვცდილობდით განგვემარტა, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ორი დელეგაცია ერთდროულად გამგზავრება გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნისთვის უხერხულია“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერო-ს მიერ ორგანიზებულ სამიტს კლიმატის ცვლილებების საკითხზე პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ნიუ იორკში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ დღეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა. მან დაადასტურა, რომ ყველა ფორუმზე მონაწილეობას ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






