ქართველი კანონმდებლები საშემოდგომო სესიას პარლამენტის ისტორიული შენობის განახლებულ დარბაზში ბიუროს სხდომით გახსნიან. ძველი შენობის ახალი ინტერიერი პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს დაათვალიერებინა.
დავით უსუფაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი მთლიანად თბილისში გადმოდის, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ პარლამენტმა მიატოვა ქუთაისი და გადმოვიდა თბილისში, არასწორია. ჩვენ არაფერი მიგვიტოვებია, უბრალოდ თბილსშიც გვექნება ცალკეული სამუშაო ღონისძიებები. პარლამენტი რჩება ქუთაისში. სხდომები ჩატარდება იქ, თუმცა ჩატარდება თბილისშიც“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ სწრაფად იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება, რის შემდეგაც პარლამენტს შეეძლება კონკრეტული გადაწყვეტილებები თბილისში მიიღოს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






