საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის ჩატარება საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინგადადგმული ნაბიჯია.
ამის შესახებ უსუფაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საერთაშორისო ლიდერთა ფორუმში - "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში" მონაწილეობის შემდეგ განაცხადა.
"კიევში ჩატარდა და იქ გადაწყდა საქართველოში ჩამოსვლა, ეს მოხდა სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების ფონზე, რაც საყოველთაო მოსაზრებით ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.
სტენფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ფრენსის ფუკუიმა აცხადებს, რომ საქართველში სახელმწიფო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გატარებული რეფორმები შთამბეჭდავია.
"რეფორმები სახელმწიფო სისტემის გაუმჯობესების კუთხით საქართველში შთამბეჭდავია და შეიძლება ითქვას უნიკალურია განვითარებად ქვეყნებს შორის, ჩვენ ასევე უკრაინის თემაზეც ვისაუბრეთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ უკრანის მხარდაჭერა და რუსეთის პოლიტიკის დაგმობა",- აღნიშნა ფრენსის ფუკუიმამ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






