თეა წულუკიანს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ადანაშაულებენ
პოლიტიკა - 11:25, 01 Sep, 2014     4017
ბათუ საღინაძე ყოფილი პოლიტპატიმარია. მან 2010 წელს ევროსასამართოში საქართველოს ხელისუფლებას საქმე მოუგო. ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საღინაძისათვის 90 ათას ევროდ ღირებული საცხოვრებელი სახლის, ან იმ კოტეჯის გადაცემა დააკისრა, საიდანაც საღინაძე 2005 წელს უკანონოდ, შს სპეციალური დანიშნულების რაზმის მეშვეობით, შს ექსმინისტრს ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, ყოველგვარი საფუძვლის, სასამართლოს გადაწყვეტილების და განჩინების გარეშე, ოქრუაშვილთან პიროვნული დაპირისპირების ნიადაგზე გამოასახლეს.

ევროსასამართლომ ხელისუფლებას, ასევე დააკისრა საღინაძისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15 ათასი ევროს ოდენობით, რაც აღსრულდა, ხოლო კუთვნილი კოტეჯის დაბუნებას საღინაძე დღესაც ცდილობს. მისი თქმით, საკუთარი ქონების დაბრუნებაში, უშუალოდ თეა წულუკიანი უშლის ხელს, ვინაიდან მინისტრს ასეთი დავალება აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ბათუ საღინაძეს წინა ხელუსუფლებამ ლევან კალაძის საქმის გამოძიება ანდო, შემდეგ კი როცა გატაცების საქმის ძიებისას ხელისუფლების მღალჩინოსნებზე „გავიდა“, შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი ყოფნა და ძიებაში მონაწილეობა ზოგიერთ მაღალჩინოსანს ხელს აღარ აძლევდა, რის გამოც ის ჯერ სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო მოგვიანებით კუთვნილი კოტეჯიდან გამოსახლეს, ბოლოს კი დააპატიმრეს. პოლიტპატიმრად ის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ცნო.

ბათუ საღნაძეს გაზეთი „კვირის ქრონიკა“ ესაუბრა:

რამდენიმე დღის წინ კვლევები გამოქვეყნდა. წულუკიანი მაღალრეიტინგულთა სიაშია. უბედურებაა, რომ ის ვიღაცას მაღალრეიტინგული ჰგონია! არაფერი რეიტინგი მას არ აქვს იმ ხალხის თვალში, ვისთანაც მას საქმიანი შეხება ჰქონია! ეს არის ბუნებით უსამართლო ქალი, რომელიც იაფფასიან პიარზე მუშაობს.

ის იურისტი არ არის, სამაგიეროდ თავხედია წულუკიანი! ჩემს საქმესთან დაკავშირებით მას თავიდან სწორი პოზიცია ჰქონდა. პრესის საშუალებით განაცხადა, რომ ჩემს მიმართ უკანონობა იყო ჩადენილი შემდეგ „ჩაიკეტა“ და აღარ პასუხობს არაფერზე. უკანონობას სჩადის ეს ქალი პირდაპირ!

- რას უკავშირებთ მის „ჩაკეტვას“?

- სერიოზული ძალები ჩაერივნენ და იმათ უსმენს. ამ ქალმა ყველაფერი იკადრა. გაკვირვებული ვარ.

- რომელ ძალებს გულისხმობთ?

- არ გამოვრიცხავ ჩემთან დაპირისპირებული დამნაშავეთა ელიტა (ქურდული სამყარო) ჩარეულიყო.

- ვის გულისხმობთ კონკრეტულად?

თუნდაც ტარიელ ონიანს, რომელიც იმ გატაცებებსა და მკვლელობაში იყო ჩარეული. პირადად მინისტრი თეა წულუკიანი უშლის ხელს ჩემი საქმის აღსრულებას! მე შევხდი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და გადაწყვეტილი იყო, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულიყო. საბუთები, რომლებიც უსუფაშვილს წარვუდგინე, მას წულუკიანს გადაუგზავნა რეაგირებისთვის, მაგრამ ის რეაგირებას არ ახდენს! არნახულ უკანონობას სჩადის!

- რას აპირებთ?

_მე მივმართავ ევროსასამართლოს, უკვე როგორც პოლიტპატიმარი, რიგში ვერ ჩამაყენებენ, როგორც ადრე ჩამაყენეს. ევროსასამართლო ვალდებულია, ამ საქმეს დაუბრუნდეს. მაშინ ვნახოთ, როგორ შეაფასებენ წულუკიანის მუშაობას. რაც ქვეყნისათვის დიდი სირცხვილი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42