ღარიბაშვილი: ჩვენი გზა დემოკრატიისკენ არის საფონდო ბირჟის მსგავსი
პოლიტიკა - 10:19, 01 Sep, 2014     1311

საერთაშორისო ლიდერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და მისი ხელისუფლების წარმატებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა გამოკვეთა ის საკითხები, სადაც მისმა მთავრობამ რეფორმები გაატარა და წინსვლას მიაღწია:

„ჩვენი მთავარი მიზანია მომავალი დემოკრატიის მდგომარეობის განხილვა. ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდ განვითარებას მივაღწიეთ, მაგრამ ეს წინსვლა ჯერ დასრულებული არ არის. ჩვენ სწორი ტრაექტორიით მივდივართ, საქრათველო არის სრულიად სხვა სამყარო იმასთან შედარებით რაც იყო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ყველა სფერო განვითარდა და მარტივი არ იყო დროის ამ პერიოდში ამის მიღწევა, როდესაც ორი სხვადასხვა ძალა ერთმანეთს ებძოდა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა, მაგარმ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ნათელი მომავლის, ჩვენ ძალიან ბევრი ცვლილება ვნახეთ საქართველოში, ეს ნამდვილად არ ყოფილა, იყო გარკვეული პრობლემები , მაგრამ გაძლიერდა წინსვლის სურვილი ძლიერი დემოკრატიისკენ. ჩვენი გზა დემოკრატიისკენ არის საფონდო ბირჟის მსგავსი.

ბატონი ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებაში მოვიდა ისეთი დღისწესრიგით, რომელიც რეფორმებს გულისხმობდა, მიუხედავად ამისა მისი მთავრობა კორუმპირებული გახდა. შესაბამისად ამან მოიტანა „ვარდების რევოლუცია“, რევოლუციამ მოიყვანა ახალი ჯგუფი, რომელსაც ახალი იდეები ჰქონდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ამ ჯგუფმა ხელისუფლების ბოროტად გამოყენება დაიწყო.

ჩემი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში პირველი თავისუფალი არჩევნების შედეგად, როდესაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა, ჩემი მთავრობა წარმატებული ადამიანებისგან შედგება.

ჩვენ ვპარტნიორობთ ბევრ დასავლურ ქვეყანასთან რათა ვისწავლოთ მათგან. ჩვენ გამოვავლინეთ რამდენიმე საკითხი, სადაც რეფორმის გატარება აუცილებელი იყო.

ჩვენ სასამართლოს მოვუხსენით მთავრობის კონტროლი, ჩვენ დავასრულეთ იძულებითი საპროცესო გარიგების პრაქტიკა, ყველაფერი შეიძლება არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ ყოველდღე ვაუმჯობესებთ ჩვენ საქმიანობას.

ჩვენ გამოვუცხადეთ ბრძოლა წამებას ციხეებში. ჩვენ გავაქარწყლეთ სამთავრობო კონტროლო მართლმსაჯულების სისტემაზე და უზრუნველვყავით დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ნიშნავს ახალ მოსამართლეებს. ჩვენ მივანიჭეთ ბრალდებულებს უფრო ფართო უფლებები და წერტილი დავუსვით იძულებით საპროცესო გარიგებებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაუმჯობესეთ პროკურატურის მუშაობის ხარისხი. მე პირადად გავუწიე ზედამხედველობა ყველა უკანონო ფარული ჩანაწერის განადგურებას, რომლებსაც წინა ხელისუფლება იყენებდა შანტაჟისა და გამოძალვის მიზნით.

მთავრობები იშვიათად თუ ამაყობენ ამით, ასე რომ, ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში პროკურატურის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქმეთა სულ უფრო მცირე რაოდენობა განიხილება სასამართლოში. მართლმსაჯულების სისტემა იქნება ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების გარანტი და მომავალში სტაბილურობის წყარო, რაც ხელს შეუწყობს ხალხის კეთილდღეობასა და ბიზნესსაქმიანობის აღზევებას. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ჩვენი კონსტიტუცია კარგად გამოიყურებოდა, პრაქტიკაში არ ხორციელდებოდა ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობის არავითარი რეალური კონტროლი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42