„დაჩი დარჩიას მკვლელობის დღეს ბარში არც მკვლელობაში ბრალდებული და არც ეკაბესელიას ვაჟი არ ყოფილან. ნანუკა დაჩი მოკლა ზუსტად იმ ადამიანმა ვინც დაიჭირეს, ოღონდ ეს ადამიანი სკაიში არ ყოფილა“. აცხადებს Sky-ბარის დირექტორი დავით კვირტია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ დღეს ჩვენთან sky-ში არ ყოფილა არც დაჩის მკვლელი და არც ეკა ბესელიას შვილი. რომელი ტელეკომპანიაც დაინტერესებულია კადრებით, ხვალ ყველანი მობრძანდით და სათითაოდ გაჩვენებთ. გთხოვთ გაუფრთხილდით თქვენს პროფესიონალიზმსა და დაჩის ხსოვნას“,- წერს კვირტია ფეისბუქის პირად გვერდზე.
„Sky“-ბარის დირექტორი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანსაც პასუხობს: „ნანუკა ჟორჟოლიანს დიდი ხანია ვიცნობ და მინდა ნანუკა გთხოვო: მე შეგიძლია შემეხმიანო და მე გაჩვენებ ყველაფერს რაც გაინტერესებს. დაჩი მოკლა ზუსტად იმ ადამიანმა ვინც დაიჭირეს, ოღონდ ეს ადამიანი სკაიში არ ყოფილა.
დაჩი დარჩიას თავს მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 აგვისტოს დაესხნენ. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
მასალის გამოყენების პირობები






