,,მთავრობისთვის კარგია ის, რომ ქართული ოცნება ერთმნიშვნელოვნად რჩება დომინანტურ პოლიტიკურ ძალად და მას საქართველოს მოსახლეობის 42% ენდობა. მათ აქვთ ქვეყნის მმართველობის მანდატი და ეს დიდი სტიმულს უნდა აძლევდეთ. 82% თვლის, რომ ძლიერი ოპოზიცია აუცილებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხი პოლიტიკური პლურალიზმის ერთგულია. ეს დემოკრატიის კუთხით კარგი ნიშნებია. მეორე მხრივ, რაც უფრო ვცილდებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აშკარაა რომ ხალხი მითუფრო კრიტიკული ხდება. მაგათლიად, საქართველოში მთავარ პრობლემად რჩება უმუშევრობა, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა. როცა მათ ვუსვამთ შეკიხთვას, პოლიტიკოსები საუბრობენ თუ არა ამ საკითხებზე, დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ არა. აქ ერთგავრი დისონანსია იმასთან დაკავშრებით, თუ რა აწუხებთ ხალხს და რაზე ამაზვილებენ ყურადღებას პოლიტიკოსები“, - აცხადებს ლაურა ჯევეტი.
რაც შეეხება ქართული ოცნების ლიდერთა რეიტინგის დაცემას, მისი განმარტებით, ხალხი რეალური შედეგების მოლოდინშია, ,,სრულდება თაფლობის თვე და ხალხი შედეგებს ითხოვს“.
მასალის გამოყენების პირობები






