„მე ერთმა, ძალიან სანდო წყარომ მითხრა რომ ვინც ჩაბარდა იმან თავის თავზე აიღოო.“ ასე წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გაზეთი ქრონიკა +ის მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს. ელისო კილაძის განცხადებით ის ამ შემთხვევის ბოლომდე გამოძიებას აპირებს „ მთელ ჩემს ჟურნალისტურ რესურსს გამოვიყენებ და სიმართლეს მაინც გავიგებ“ - პასუხობ კილაძე. ჟურნალისტები ფეისბუქის საკუთარ გვერძე დეპუტატ ეკა ბესელიასადმი მიმართვასაც ავრცელებენ:
ნანუკა ჟორჯოლიანი: - „იმედია კამერები გაფუჭებული არ იყო! ასე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და იმედია ეკა არასოდეს ჩავარდება დაჩის დედის დღეში! იმედია ღმერთი დაიფარავს მას და მის შვილსაც. მთავარია სხვებს ვინ დაიფარავს მის მიერ ამინისტირებული კრიმინალებისგან! დაჩი! შენ იყავი კეთილი და საყვარელი! რა მაგარია რომ გიცნობდი და ერთად გვიმუშავია კიდეც!
ელისო კილაძე: „ "სქაი ბარის"მეპატრონე კამერების ჩანაწერების გასაჯაროებაზე უარს ამბობს,გამოძიების ვერსიაში კი ხელის უშნოდ წაფათურების ვერსია გაჩნდა.ეს ყველაფერი ძალიან ამაზრზენია.ამაზრზენი !!!
მე ახლა მინდა მივმართო ეკა ბესელიას,არა როგორც დეპუტატს და უფლებადამცველს,არამედ როგორც დედას !!!
ეკა, დედა ვარ მეც და მესმის,ძნელია საკუთარი შვილის გამეტება,მაგრამ დაჩისაც გავს დედა და დღეს მისი შვილი ცოცხალი აღარაა.თუ შენი შვილი უდანაშაულოა,დაგვარწმუნე ამაში,გახსენით კამერების ჩანაწერები და საზოგადოებას დაუმტკიცეთ,რომ რატი უდანაშაულოა.
მომხდარს საკუთარ გვერდზე არასამთვრობო ორგანიზაციის წევრი ირაკლი ვაჭარაძეც გამოეხმაურა: „დაჩი უკრავდა კლუბში. ბესელიას შვილი და მისი ძმაკაცი, რომელიც ბესელიამ ციხიდან გამოუშვა, მისულან დაჩისთან. მუსიკის შეკვეთა უნდოდათ. დაჩის უთქვამს ეს რესტორანი ხომ არაა, რაც იქნება იქნებაო. ამას მოყოლია დაძაბულობა. დაცვას გაუყვანია ეს მკვლელი გარეთ. გამოდის დაჩი, ხვდება ეს ტიპი და უყრის დანას. მაესტრო კიდევ თურმე უნამუსოდ ავრცელებს მკვლელის იურისტის ბრალდებას რომ დაჩი "არაკაცურად წაეპოტინა" მკვლელს. აი უკვე მერამდენედ ხდება, რომჰომოფობიით მკვლელობის გამართლებას ცდილობენ საქართველოში? და აი უკვე მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ? „
მასალის გამოყენების პირობები






