უკრაინასთან მიმართებაში დღეს საქართველო სირაქლემას პოზაშია - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 21:54, 30 Aug, 2014     2702
დღეს საქართველო სირაქლემას პოზაშია, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა. ვაშაძემ ექსპრეზენტთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი ეხებოდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, მათ შორის უკრაინის მოვლენებს და საერთაშორისო გამოწვევებს.

,,დღეს საქართველოს ხელისუფელბა სირაქლემას პოზაშია და საერთოდ არსად არაფერს ამბობს. ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც დღეს მიიღება უკრაინასთან დაკავშირებით ყველგან უნდა იყოს საქართველო მოხსენიებული. 2008 წელს იგივე ხდებოდა საქართველოში, რაც დღეს ხდება უკრაინაში და დღეს ვინც ხელისუფლებაშია, ესენი ჩვენ გვადანაშაულებდა - მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობას, ოღონდ პუტინზე და რუსეთზე არაფერი ეთქვთ. დღეს ნახეთ რა ხდება, - მთელი მსოფლიო ადანაშაულებს პუტინს და აი, აქ საქართველო არსად ჩანს, მაშინ როცა ჩვენ მივიღეთ პირველი დარტყმა. ეს უნდა გვესმოდეს . საგანგაშოა სიტუაცია, რადგან მომდევნო 5-10 წელიწადში მთლიანად შეიცვლება სიტუაცა, ალბათ რუკაც კი შეიცვლება ჩვენს გარშემო რეგიონში. რა იქნება რუსეთის მომავალი, დღეს არავინ არ იცის, პუტინის დღეები რომ დათვლილია, ეს ცალსახაა და რაც უფრო ღრმად შევა უკრაინაში, მით უფრო სწარფად დაეთვლება დღეები. დღეს, როცა ამ ვითარებაში კოლაბორაციონისტობ პუტინთან, მართლაც დამნაშავე ხარ. ამაზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას.

,,ეკონომიკურად დღითიდღე სუსტდება ქვეყანა, უმუშევრობა კატასტროფულად იზრდება. იგივე სარფში, აქ ათასობით ადამიანი რიგებში რომ დგას, თითქმის ყველას ვესაუბრეთ და ამბობენ, რომ შემოსავალი შეუმცირდათ, ყველა იმას ამბობს, რომ მუშაობდა და აღარ აქვთ სამსახური. აი, ეს არის პრობლემა. ვიხილავდით, ამ პირობებშიც კი, როცა ასეთი უსუსური ხელისუფლებაა, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ იმისთის, რომ საქართელო მყარად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე. ყველას კარგად გვესმის, რომ არა ჩვენი აქტივობა უკრაინაში, უკრაინელებისთვისაც კი დავიწყებული იქნებოდა საქართველო, რადგან საქართელოს ხელისუფლებამ დაივიწყა უკრაინა. ჩვენ ვართ იქ, ვეხმარებით რეფორმებში, კონსულტაციებში, ვეხმარებით საერთაშორისო ურთიერთობებში. ამით ჩვენ წარმოვაჩენთ ქვეყანას, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების და კონკრეტული მოძრაობების გარეშე. ხვალ შეიძლება ჩვენ ვიდგეთ ამ გასაჭირის წინაშე და აუცილებლად დაგვჭირდება ჩვენი უკრაინელი პარტნიორების გვერდში დგომა“, - აღნიშნა ვაშაძემ.

რაც შეეხება სარფის საბაჟოსთან შექმნილ ვითარებას, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შეფერხება უკავშირდება საქართველოს მხარეს. ,,ჩვენ გადავედით თურქეთის მხარეს, იქ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ბოლო პერიოდი საქართველოს მხარეს ითიშება დენი, ითიშება პროგრამული უზრუველყოფა და რეალურად თითო მანქანის და მოქალაქის გატარებას ნაცვლად 15-20 წამისა, უნდებიან 5-10 წუთი. ეს არ არის იქაური თანამშრომლების ბრალი, ისინი მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთის, რომ მოქალაქეებს მოემსახურონ, მაგრამ სისტემა არ მუშაობს. მინისტრები სხედან სკამებზე და საერთოდ არ აინტერესებთ რა ხდება. ყველას გახსოვთ, როცა მსგავსი სიტუაცია იქმნებოდა სადმე, არა მარტო საბაჟოზე, მთელი ამბავი იყო ატეხელი სახელმწიფო აპარატში, რომ ეს სიტუაცია სწრაფად მოგვარებულიყო. დღეს ხდება ის, რომ ყველა ჩუმად არის, ალბათ შაბათი დღე რომ არის ისვენებენ, ზოგი სვავს, ზოგი ,,პახმელიაზე“ გამოდის მარიამობის შემდეგ და არავის არ აინტერესებს ის მდგომარეობა, რაც იქ არის. ეს არის პირადად ორი მინისტრის ბრალი - ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის, რომელთანაც შედის საბაჟო სამსახური და მეორე ეს არის შს მინისტრის ჭიკაიძის ბრალი, რომელთანაც შედის საპატრული სამსახური“.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამაზე არ ჰქონიათ საუბარი - ,,მომავალში, შევხედავთ... ვნახოთ...“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42