საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და კომენტარს აკეთებს იმ პოზიციაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული საკითხისადმი აფიქსირებს:
„ის განცხადებები რაც მოვისმინეთ უკრაიანასთან დაკავშირებით არის არაკომპეტენტურობა, გაუგებრობის მწვერვალი იყო ზაქარეიშვილი, რომელიც ჟურნალსიტებს ეუბნებოდა პოზიცია არ მაქვსო. კალაძის სიტყვები ყველაზე გულწრფელია, რომელიც ყველაზე საზიანოა ჩვენი ეროვნული ინტერესების მიმართ. ამ ხალხს საერთოდ არ ესმის რა ბრძოლა მიმდინარეობს უკრაიანაში და საერთოდ რა გვინდა, ვერ ხვდებიან, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, უნდათ ის თავისუფლება რაც ჩვენც გვინდა. ეს მორალურის გარდა პრაგმატული არჩევანიცაა.
რაც შეეხება ხელმძღვანელობას, ამ ხალხს აქვს კონცეფცია და ატყუებენ ხალხს, რომ ეს რაღაც ტაქტიკაა, ეს ისეთი სისულელეა და შეუძლებელია ღრმა კომენტირება. ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ამ დაპირისპირებაში მთელი ცივილიზებული სამყარო აღგვიქვამდეს ამ ბრძოლის ნაწილად. ეს მცდელობა ჩვენი ხელისუფლების, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ნამუშევარი ამოძირკვონ და ჩვენ წაგვშალონ არის დეკლარირებული საქართველოს ეროვნული ინტერესების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. შედეგი არის ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი.
იმის მაგივრად, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველაზე ხმამაღლა, გვესმის ტიპიური განცხადებები, ვინც საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბრობს ის რეალურად რუსული ძალაა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






