თუ ვერ შევძლებთ ღირებულებების დაცვას, მომავალი ბნელი და სახიფათო იქნება - ამერიკელი სენატორები
პოლიტიკა - 20:15, 30 Aug, 2014     956

ამერიკელი სენატროები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრეემი წერილს აქვეყნებენ, სადაც რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობაზე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის მოქმედებებზეა საუბარი:

”რუსეთის აგრესიას უკრაინაში მხოლოდ ერთი სახელი შეიძლება დაერქვას: საზღვარზე სამხედრო შემოჭრა. ამ ყველაფრისთვის სხვა სახელის წოდება პრეზიდენტ პუტინის ორუელისეულ სამყაროში დასახლებას ნიშნავს.

თვეებია კრიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებით და დამატებითი დახმარებით უზრუნველყოფა რუსეთის პროვოცირებასა და მის შემოჭრას გამოიწვევს. ჩვენ რომ უფრო მეტად დავხმარებოდით უკრაინას, ყველაფერი რასაც კრიტიკოსები ამბობდნენ მოხდებოდა, რაც ისედაც, დახმარების გარეშე მაინც მოხდა. სისულელეა იმის დაჯერება, რომ ახლა იგივე უნდა გავაკეთოთ ან კიდევ უფრო ნაკლები უკრაინის დასახმარებლად. დიდწილად სწორედ ასეთი მინიმალისტური პოლიტიკის ბრალია ახლანდელი პრობლემები. აშშ-მა და ევროპაში მისმა მოკავშირეებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ უკრაინის თავდაცვითი იარაღით, მათ შორის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგება და თავიანთი დაზვერვა ჩართონ საქმეში.

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ რეალური, დარგობრივი სანქციები უნდა მიიღოს. სრული სანქციები რომელიც რუსეთის თავდაცვას, ფინანსებს, ენერგოსექტორსა და სხვა დარგებს შეეხება.

ახლა დგას მომენტი როდესაც ღიად უნდა ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ. ევროპის გულში, დამოუკიდებელ სახელმწიფოში დიდი მეზობელი ქვეყანაა შეჭრილი. ეს ცივილიზებული სამყაროს საწინააღმდეგო მოქმედებაა, იმ სამყაროსი რომლსაც აშშ და მისი პარტნიორები მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული აშენებენ. თუ ჩვენ ახლა არ შეგვიძია საკუთარი ღირებულებების დაცვა, ისევე როგორც იმ მეგობრების დაცვა, ვინც ამას იზიარებს, მაშინ მომავალი ბნელი და ძალიან სახიფათო იქნება, არამარტო უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვისაც” - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42