"დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე ხელისუფლებას მიმართავს:
„საკუთარი პოზიცია რომ არ გაგაჩნიათ მთავრობას და აზრი ამას გეუბნებით ორი წელია და ეს ღუპავს ქვეყანას. მეც ამას გეუბნებით, რომ მხოლოდ ევრაზიულ კავშირთან, რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან, რუსეთთან დაახლოებასთან, „ერგნეთის ამოქმედებასთან“, კარასინთან ურთიერთობის გაღრმავებასთან, ევროპელი ლიდერების ლანძღვასთან და სომხეთის პოლიტიკური არჩევანის „მაგალითთან“ დაკავშირებით გაქვთ პოზიცია ჩამოყალიბებული და ერთიანი.
ენერგეტიკის მინისტრს „გალახვის“ მაინც ეშინია და „ევრაზიული კავშირის“ უპირატესობაში გერმანული ციტატებით გვარწმუნებს. მხოლოდ მტრის მაამებლობაზე და ქართული სახელმწიფოს განადგურებაზე რომ აფიქსირებთ ერთიან პოზიციას, რუსი ვაჭრის სუფლიორობით რომ ინახავთ ოჯახებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ რომ საკუთრი აზრი არავის გაგაჩნიათ, ამიტომაც გიწოდათ ზოგმა უუნარო და ზოგმაც მოღალატე“, - აცხადებს ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






