ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 18:21, 30 Aug, 2014     3480

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიაბაშვილი დარიალში საგზაო გზის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„დღეს გაიხსნა ლარსის საბაჟო და დარიალის ხეობის გზის ის მონაკვეთი, რომელიც 10 დღის წინ სტიქიამ დააზიანა. თუმცა, რადგან რადგან, დღეს გამთენიისას მდინარემ კვლავ დააზიანა გზის გარკვეული მონაკვეთი, საბაჟო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სპეციალური რეჟიმით იმუშავებს.

შესრულდა უზარმაზარი სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელშიც ჩართული იყვნენ მეცნიერები, მაშველები, ინჟინრები, მშენებლები, მობილიზებული იყო არაერთი სამთავრობო სტრუქტურა. საერთო ძალისხმევით შესაძლებელი გახდა თითქმის წარმოუდგენელი - უმოკლეს დროში მომხდარიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად იშრომა და თითქმის შეუძლებელი შეძლო.

კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამ იმ ორი დაღუპული ადამიანის გამო, რომლებიც სტიქიამ შეიწირა. მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა პრევენციული სისტემა, რომელიც სულ რამდენიმე თვით ადრე დამონტჟდა.

მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვისა საბჭოს, რომელიც ჩემი დავალებით კოორდინაციას უწევდა მართვის საგანგებო შტაბს; ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრებს, სამინისტროების წარმომადგენლებს, რომელთა კოორდინირებული და მართლაც თავგანწირული მუშაობის შედეგია სარეაბილიტაციო სამუშაოების უმოკლეს ვადაში დასრულება. გაზსადენის აღდგენა სტიქიიდან 2 დღეში მოხდა.

ამჟამად სტიქიით გამოწვეული შეფერხება აღმოფხვრილია და მოქალაქეებს საშუალება აქვთ სპეციალური რეჟიმით გადაადგილდნენ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც 24-საათიანი შრომა გასწია შექმნილი ვითარების უმოკლეს დროში გამოსასწორებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42