პენტაგონის პრეს-სპიკერის, ადმირალ ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი საქართველოს ეწვევა.
საქართველო აშშ-სა და ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი შესაძლებლობების მქონე პარტნიორია. საქართველოში ვიზიტი სექტემბრის დასაწყისში, ნატოს უელსის სამიტის შემდეგ შედგება. ადმირალ კირბის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში აშშ-ის ღირებული პარტნიორია.
აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი სურვილი აქვს ქართველ ხალხს მათ მიერ შეტანილი წვლილისა და გაღებული მსხვერპლის გამო მადლობა გადაუხადოს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის დროს, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ის თავდაცვის მდივნის დღის წესრიგში ძირითადი თემა იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






