უკრაინის ელჩმა საქართველოს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა
პოლიტიკა - 19:30, 29 Aug, 2014     1633
უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც ციბენკომ განაცხადა, "უკრაინის მოვლენებს, ალბათ, ისე ზუსტად ვერავინ აღიქვამს და გულთან ახლოს არ მიაქვს, როგორც ქართველებს, ვინაიდან მათ თავად გამოიარეს ეს ყველაფერი".

ეს განცხადებები ელჩმა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგგააკეთა.

"პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა უკრიანის აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა, ასევე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა და ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები საერთაშორისო არენაზე.

პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ რუსმა სამხედროებმა, ყველა შეთანხმების დარღვევით, გადმოკვეთეს უკრაინის საზღვარი და შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში.

ამის გამო უკრაინის პრეზიდენტი იძულებული გახდა, გადაედო ვიზიტი თურქეთში და ჩაეტარებინა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. მე მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს იმ ყურადღებისა და ზრუნვისთვის, რომელსაც ის პირადად ავლენს უკრაინასთან მიმართებაში, ასევე იმ დახმარებისთვის, რომლის აღმოსაჩენად მზადაა ქართული მხარე, უკრაინისთვის ამ მძიმე დროს.

ჩვენ შევთანხმდებით მომავალშიც კოორდინებულ მუშაობაზე იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო ეფექტური და შედეგიანი იყოს. ასევე, მოვილაპარაკეთ, რომ ნატო-ს სამიტის დროს, უელსში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.

ერთი სიტყვით, ამ რთულ დროს, უკრაინა საჭიროებს საერთაშორისო მხარდაჭერას და მადლობელი ვარ, რომ საქართველო უკრაინის მხარეზეა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. ეს მოწმობს იმაზე, რომ ორი მეგობრული სახელმწიფო ერთად არის არა მარტო მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგადაა, არამედ როცა უბედურების ჟამი მოვიდა", - განაცხადა ციბენკომ.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42