საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირას უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციას მიიღებს
პოლიტიკა - 18:33, 29 Aug, 2014     1596

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმრავლესობის წევრებს ხვდება.

ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენებია.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე, ანუ მომდევნო კვირას, პარლამენტი გეგმავს მიიღოს უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომლითაც დეპუტატები მხარს დაუჭერენ როგორც უკრაინის სუვერენიტეტს, ასევე ამავე დოკუმენტში დაგმობილი უნდა იყოს რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში.

დოკუმენტის ტექტსზე ამ წუთებშიც მუშაობს ევროინტეგრაციის კომიტეტი. კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას არ სურს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს თავისი სახელი დაარქვას.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რუსეთის სამხედრო ინტერვენცია, რუსული ტანკები, რუსული იარაღი თუ რუსი ჯარისკაცები იბრძვიან, ეს ნიშნავს იმას, რომ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა რეალურად ეს ბრძოლა და განსაკუთრებით დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის როლი უნდა იყოს როგორც არასდროს ისეთი მყისიერი“,- აღნიშნა დოლიძემ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში იკრიბება უმრავლესობა. ბიუროს პირველი სხდომა აქ სამშაბათს გაიმართება.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42