ვლადიმერ პუტინი ახალგაზრდულ ფორუმ „სელიგერზე“ სტუდენტების შეკითხვებს პასუხობს. მას უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა შექმნილ მდგომარეობაზე საუბარს თავი აარიდა და იმ რუს მედესანტეებზეე ისაუბრა, რომლებიც ცოტა ხნის წინ უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს. პუტინმა აღნიშნა, რომ მედესანტეებს გზა აერიათ და დასძინა, რომ ის სერიოზულად საუბრობს:
„ჩვენს ტერიტორიაზეც აღმოჩენილან უკრაინელი სამხედროები და უფრო დიდი რაოდენობითაც კი. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ჩვენს ტერიტორიაზე შემოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მათ გზა აერიათ. ასე მოხდა რუსი მედესანტეების შემთხვევაშიც, ეს სიმართელა და მე სერიოზულად ვსაუბრობ, მე მჯერა, რომ მათ გზა მართლა აერიათ, რადგან იქ საზღვრის მარკირება არ არის, მე ამის შესახებ პრეზიდენტ პოროშენკოსაც ვესაუბრე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






