ირაკლი ალასანია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ირაკლი ალასანიას დღეს, ფრანგმა კოლეგამ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრას ასევე, დაესწრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. კოლეგები უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტის მნიშვნელობასაც შეეხნენ. ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საფრანგეთის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.
"საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატო-ში. ის არის მხარდამჭერი, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი შეიარაღება, რომელიც იმ გამოწვევების ადეკვატურია, რაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებობს. თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მისიაში ჩვენი მონაწილეობისთვის დიდი მადლობა გადაგვიხადა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობი კიდევ უფრო გამყარდება, გაღრმავდება და ყოვლისმომცველი გახდება", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
"უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. განხილული იქნა მსოფლიოში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხები. აფრიკაში ერთობლივ ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა მივიღეთ. რაც მთავარია, უაღრესად მაღალ დონეზე დაისახა ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის განვითარება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში ხვალ დასრულდება.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა