ამერიკელი პოლიტოლოგი პოლ გობლის განცხადებით რუსული აგრესიის შესაჩერებლად საჭიროა, რომ დასავლეთი გადავიდეს უფრო ხისტ დიპლომატიურ , ფინანსურ და სამხედრო ზომებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ ბალტიის ქვეყნები აღმოჩნდებიან, ასევე რუსეთი განაახლებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში და გადაინაცვლებს მოლდოვაშიც.
„პუტინის მიზანი ხელისუფლების და ფულის შენარჩუნების უზრუნველყოფასთან ერთად არის ასევე ნატოს განადგურება და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აღმოსავლეთ ევროპას შორის კავშირის გაწყვეტა.
გობლი დარწმუნებულია რომ უკრაინის ტერიტორიების დაუსჯელი მიტაცება პუტინს დაარწმუნებს, დასავლეთის უნიათობაში და უახლოეს თვეებში, თუ არა კვირეებში, ის ახალ ნაბიჯებს გადადგამს, რომლის მსხვერპლიც ლიტვა, მოლდოვა და საქართველო გახდება.
პუტინი შეეცდება იმის დემონსტრირებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხდალია და არ შეუძლია, ნატოში მისი ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა "თუ ეს მოხდება, ნატო აღარ იარსებებს", - აცხადებს პოლ გობლი. მისი თქმით, "ჩვენ ვცხოვრობთ სტალინის შემდეგ ყველაზე საშიშ პერიოდში, და საქმე გვაქვს ადოლფ ჰიტლერის შემდეგ ყველაზე აგრესიული ლიდერთან".
მასალის გამოყენების პირობები






