ჩვენი ამოცანაა უელსის სამიტის შემდეგ საქართველოს დაცულობის ხარისხი გაიზარდოს - პრეზიდენტის მრჩეველი
პოლიტიკა - 14:08, 29 Aug, 2014     1519

უელსში საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები იქნებიან, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ელჩები ნატოსა და დიდ ბრიტანეთში.

ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველი ავრცელებს. თენგიზ ფხალაძემ საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებზეც ისაუბრა, რომლებიც ლონდონში სამიტის დაწყებამდე გაიმართება.

„3 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტს შეხვდება, ასევე ქვეყნის პირველი პირი სიტყვით გამოვა საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში. გიორგი მარგველაშვილი ინგლისში ვიზიტისას საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხებს“, - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, უელსის სამიტზე საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი. გიორგი მარგველაშვილი სამიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენსა და ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებსაც შეხვდება.

„ჩვენი ამოცანაა უელსის სამიტის შემდეგ გაიზარდოს საქართველოს დაცულობის ხარისხი, ეს სამიტი უნდა გახდეს უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, სადაც არა მხოლოდ საქართველოს მიღწევების აისახება, არამედ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მიეცემა ბიძგი. ქვეყნის მთავარი ამოცანა ალიანსში გაწევრიანებაა, უნდა მოვნახოთ ყველა მექანიზმი, რომლებიც ამ პროცესს დააჩქარებს“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, მთავარი მნიშვნელობა შინაარსს აქვს და არა ფორმას, საჭიროა „საქართველოს მეტი ჩაბმულობა ნატო-ში და ნატო-ს მაქსიმალური ჩაბმულობა საქართველოში“,-აღნიშნა ფხალაძემ.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42