ფინანსთა სამინისტრომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა
პოლიტიკა - 13:48, 29 Aug, 2014     1700

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნეს, რომელიც „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ და მისი ბენეფიციარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რაში დაიხარჯება მათ მიერ „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ ქველმოქმედებისთვის გადარიცხული თანხები. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ზოგადად, მოვაწესრიგოთ ჰუმანიტარული დახმარების მიმღები პირების დაბეგვრის სისტემა და შემუშავდეს უნიფიცირებული მეთოდოლოგია. რაც შეეხება ამჟამად შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას - ცვლილება ეხება სახელმწიფოს მიერ დაარსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქველმოქმედო საქმიანობას,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

„ფონდის სახელით მსურს მადლიერება გამოვხატო ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ, რომლებმაც უკვე განაცხადეს თანხმობა ფონდში ყოველთვიური შენატანების შესახებ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო გვიწევს. საგადასახადო კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ფონდისთვის როგორც ფინანსური რესურსების მობილიზების კუთხით, ისე საზოგადოების გააქტიურების მიმართულებით,“ - განაცხადა სმარიამ ჯაშმა.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42