მუხრან ბურჭულაძე: გავერთიანდეთ და ერთად გავცეთ პასუხი პუტინს
პოლიტიკა - 12:19, 29 Aug, 2014     2478
თუ არ შევაჩერეთ რუსეთი დღეს, ამის გაკეთება მოგვიწევს ხვალ და დაყოვნება დაჯდება გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე. რუსეთი ყოველთვის ეცდება ელვისებური სისწრაფით მოახდინოს დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია, შელახოს მათი სუვერენიტეტი და მოიპოვოს მეტი გავლენა. მაგრამ დღეს ისევე როგორც 2008 წელს რუსეთის ღია აგრესია სწორედ დასავლეთის არასათანადო ქმედების შედეგია. ჩვენი ვალია პასუხი გავცეთ რუსეთის თავაშვებულ საქციელს და პასუხი უნდა იყოს უმკაცრესი, რომ ხვალ „T-72“-ს სხვაგან არ შევხვდეთ და რომ არ დარჩეს დანაშაული დაუსჯელი.

რაც შეეხება საქართველოს ოფიციალურ პოზიციას, თუ ჩვენ თავს ევროპული ოჯახის წევრად მივიჩნევთ, მაშინ უნდა მოვიქცეთ კიდეც როგორც ამ ოჯახის წევრები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დავაწესოთ. ჩვენი პარტნიორები ამისკენ მოგვიწოდებენ, ჩვენი პასუხი კი როგორც ჩანს „ერგნეთის“ ამოქმედებაა. გამორიცხული არაა საქართველო რუსეთისთვის ევროპული ნაწარმის ერთ-ერთი გამტარი გახდეს. რა შედეგი ექნება ფედერაციის იზოლაციას თუ მას ჩვენ გამოვკვებავთ? ამიტომაც ვამბობ რომ საქართველოს მთავრობა ნაცვლად მოკავშირეებისა რუსეთს უწვდის დახმარების ხელს.

მართალია მთავრობა ცდილობს ხალხის გადაკიდებას, ბოროტებისა და შუღლის თესვას რაც რუსული თამაშის გაგრძელებაა და ვიცით საიდანაც მოდის, მაგრამ ჩვენ გავერთიანდეთ და ერთად გავცეთ პასუხი პუტინს, უარი ვთქვათ რუსული პროდუქტის შეძენეზე, რუსულ ტაშფანდურში მონაწილეობაზე, ერთმანეთის სიძულვილსა და დევნაზე, ეს მაინც ხომ შეგვიძლია. გამარჯვება არა რევანშსა და შურისძიებაში არამედ ერთიანობაშია. ნაცვლად ერთმანეთთან დაპირისპირებისა უნდა გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ შიგნით თუ გარეთ და ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას ნაბიჯები რომელიც არა მტერს არამედ ჩვენს ქვეყანას წაადგება" - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42