მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში უკრაინას ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს.
„რუსეთის მხრიდან წარმოებულია ღია აგრესია უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვუცხადებ სოლიდარობას და მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უკრაინის ხელისუფლებას და მზადყოფნას ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენისთვის. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დავალება მისცა ყველა ჩემს კოლეგას რათა მაქსიმალურად აღმოვუჩინოთ დახმარება უკრაინის ხელისუფლებას. ამ უაღრესად სახიფათო და დრამატულ პროცესებს უკრაინაში გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონზე, არამედ ზოგადად საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, აშკარაა და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იქნება ბოლო გაჩერება, მე არავინ არ მინდა დავაშინო, მაგრამ რეალობამ გვაჩვენა, რომ ეს არის გეგმა, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






