საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
პრემიერის თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება დაუშვებელი და მიუღებელია.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს; რაც დღეს ხდება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. ჩვენის მხრივ, რაც შეგვიძლია, ვეხმარებით უკრაინას, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა. რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გავაგზავნე ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და შემდეგ გადავწყვეტთ, რა სახის დახმარების საშუალება გვექნება. იქნება ეს მედიკამენტებით დახმარება, დაჭრილი მოქალაქეების გადმოყვანა საქართველოში, მათი მკურნალობა-რეაბილიტაცია თუ სხვა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






