ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა ეკონომიკის მინისტრს
სოც.მედია - 10:20, 29 Aug, 2014     3980

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი კაზანტიპის მუსიკალურ ფესტივალს ესტუმრა და პირველი შთაბეჭდილებები სოციალური ქსელის მეშვეობით მეგობრებს გაუზიარა.

"საქარიქედიდან ჩემი გზა ანაკლიისკენ გაგრძელდა. ინტერესი მკლავდა. მინდოდა მენახა რა არის ბოლოსდა ბოლოს ეს კაზანტიპი:) გზა გაიწელა, დაღლილი ვიყავი და ალბათ მაგიტომაც. გზაში პერიოდულად დისკომფორტს ქმნიდა შუა გზაზე წამოწოლილი ძროხა, რომელსაც გვერდს რულის უხეში, ანუ სწრაფი გადაწევის გარეშე ვერ აუვლი. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ადგილს, სადაც მივდიოდით, მით უფრო მძაფრდებოდა სოფლის სუნი. კარგი გაგებით:) გვერდზე მეგრელების ტრადიციულად კარგად მოვლილი სახლები თვალშისაცემია. ეზოში ქათმები, თხილის ხეები, ბავშვები და ამ დროს ხედავ გოგოს მომავალ ჰელოუ კიტის საცურაო კოსტუმში:) ბუმბულებით და ფიქრობ აი ეგზოტიკა რომ დავინახე რომ ამ გოგოს ქართველმა ბიჭმა ურეაქციოდ აურა გვერდი სულ გავგიჟდი:) უბრალოდ ამ სანახაობიდან ყურადღება გადამატანინა ლაზერებმა , რომელიც მთელს ცას ანათებდა:) და უცებ ხედავ რომ იქ სადაც 3 თვის წინ ხრიოკი იყო ქალაქია გაშენებული,ოღონდ არა შენი ხელისუფლების, არამედ ვიღაც სხვა ტიპის მიერ! წარმოუდგენელია ფიქრობ.. საოცარი საუნდი... ხმა, რომელიც მაგრად გაგრძნობინებს ამ მუსიკის ხიბლს! გაღიმებული ადამიანები, კმაყოფილი ადგილობრივები, იმიტომ რომ შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, მომღიმარი პოლიციელები, მაგარი გარემო, ჰავა, ინფრასტრუქტურა, ტურისტები და ვერაფრით იგებ რატომ არაფერი გააკეთა ამ ყველაფრის ხელშეწყობისთვის იმ ეკონომიკის მინისტრმა, რომელმაც ორ წელიწადში თავად ერთი საქათმეც კი ვერ გახსნა. ვერაფრით იგებ სად არის აქ გარყვნილება ან რა არ მოსწონთ ამ ყველაფერში! მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ეკონომიკის მინისტრის არ გესმის! ძილი ნებისა მეგობრებო:) ძილი ნებისა ბატონო ეკონომიკის მინისტრო! ვიდრე დაიძინებთ იცოდეთ, რომ თქვენი გასაკეთებელი საქმე ვიღაცამ უკვე მაგრად გააკეთა;) მთავარია თქვენ ამ გაკეთებულ საქმეში არაფერი გააფუჭოთ“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42