პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში, საიდანაც გამარჯვებული ვერ გამოვა - სააკაშვილი
პოლიტიკა - 21:06, 28 Aug, 2014     2215

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც იგი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. სააკაშვილის განცხადებით რუსეთის ლიდერი გამარჯვებული ვერ დარჩება და მისი მარცხი უკრაინისა და საქართველოს გამარჯვება იქნება:

„როგორც მოგეხსენებათ ბოლო საათებში და დღეებში დაიწყო რუსეთის უკრაინაში შემოჭრის ბევრად უფრო საშიში და ფართომასშტაბიანი ახალი ეტაპი, მე ბოლო რამდენიმე საათი გავატარე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის რეგიონის, დონბასის გუბერნატორთან სადაც მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, ვუზიარებდი მათ იმ გამოცდილებას რომელიც სამწუხაროდ ჩვენთვის დააგროვა საქართველომ, ბოლო წლებში რუს დამპყრობელთან ურთიერთობის ამ ეტაპზე.

მინდა ვთქვა რომ ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკული , გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ ამ მშვენიერი ქვეყნისთვის- უკრაინისთვის, არამედ თითეული ჩვენგანისთვის, ეს არის ის ეტაპი როდესაც წყდება უკრაინის ბედი, საქართველოს ბედი, მთელი რეგიონის მომავალი, ევროპის ბედი და ევროპის მომავალი, მსოფლიო წესრიგის მომავალი.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს რომ თვითოეული ჩვენთაგანისთვის დადგა არჩევანის და პოზიციის დაფიქსირების დრო,თუ ვინმეს გონია, მათ შორის ჩემს ქვეყანაში და მის ხელისუფლებაში, რომ რუსეთის განეიტრალება შეიძლება პირფერობით, პირმოთნეობით, ვირეშმაკობით, უპრინციპობით და უბრალოდ დაწოლით, მას საერთოდ ვერაფერი ვერ უსწავლია ვერც 90-იანი წლების საქართველოს გამოცდილებიდან, ვერც ბოლო წლების საქართველოს მოვლენებისგან და საერთოდ ვერ გაუგია თუ ვინ არის ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ პუტინის რუსული იმპერია.

დღეს როგორც არასდროს თვითოეული ქართველი უნდა დადგეს ერთად, რადგან ალბათ მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ქართველებს ესმით თუ რას განიცდის დღეს უკრაინა, თუ რა წყდება აქ არა მხოლოდ უკრაინელებისთვის არამედ ყველასდთვის ჩვენთვის. ამიტომ დღეს მიუხედავად იმისა თუ რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს დღევანდელი მთავრობა, მთავრობებნი მოდიან და მიდიან, თითოეული ქართველი პატრიოტი უნდა გახდეს უკრაინის პატრიოტი, თითოეული ქართველი დიპლომატი უნდა წარმოადგენდეს ასევე უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს.

მე ბოლო დღეებში ვნახე ბევრი ჩემი მერგობარი, ახლობელი, ოჯახის წევრი რომელიც გამოხატავდა ერთერთი საშიში დაავადების მსხვერპლთა მიმართ თავზე წყლის გადასხმის აქციებით, მე მესმის რომ ყველა დაავადებას უნდა მკურნალობა მაგრამ ქართველებისთვის ყველაზე საშინელი დაავადება არის რუსული იმპერიალიზმი, და როგორც ვიპოვეთ ფორმას ასეთი დაავადების წინააღმდეგ სოლიდარობის გამოხატვისთვის ათჯერ და ატასჯერ უფრო მეტად უნდა ვიპოვტ ფორმა რუსული იმპერიალიზმის დაავადების წინააღმდეგ ჩვენი საერთო პოზიციის და სოლიდარობის დაფიქსირების,

ჩვენ ყველამ თავისთვის უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება როგორ უნდა დავდგეთ ამ გმირული , მებრძოლი ერის გვერდზე, ვინაიდან ეს არის ასევე ჩვენი ბრძოლა და მე დარწმუნებული ვარ ვლადიმერ პუტინი შეძვრა ისეთ უბედურებაში საიდანაც ის გამარჯვებული ვერანაირად ვერ გამოვა. მისი მარცხი, ეს არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება, ეს პირველ რიგში იქნება საქართველოს გამარჯვება! ეს იქნება ჩვენი მიტაცებული მიწების დაბრუნება! ეს იქნება ჩვენი ხალხის მომავალი! ჩვენი ევროპული არჩევანის შეუქცევადობა! ეს იქნება ჩვენი შვილების დაცულობა!

ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ ეს და ერთად დავდგეთ მშვიდობის, სამართლიანობის და ჩვენი მომავლის მხარეს!" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42