,,ევროპის შუაგულში კვლავ გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისათვის. უკრაინელმა ხალხმა საკუთარი სისხლის ფასად დაამარცხა იანუკოვიჩის რეჟიმი, ამით კი გამოხატა ნება იყოს სრულუფლებიანი წევრი ევროპის თავისუფალი თანამეგობრობის.
ისტორია მეორდება - ამ არჩევანისთვის უკრაინა ისევე ისჯება, როგორც საქართველო 2008 წელს.
ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, პუტინის რეჟიმმა შეაიარაღა ტერორისტები, რომლებმაც დაიწყეს სამხედრო აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში, ხოლო გუშინ ღამით რუსეთმა დაიწყო პირდაპირი და ღია სამხედრო ინტერვენცია რეგულარული შენაერთების გამოყენებით.
დღეს უკრაინაში ერთმანეთს უპირისპირდება ტოტალიტარული და დემოკრატიული სამყარო. შესაბამისად, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კი საქართველოს და თითოეული ჩვენგანის პოზიცია უნდა იყოს მკაფიო. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა გვერდით დავუდგეთ უკრაინელ ხალხს, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები აგრესიის შესაჩერებლად, რადგან ეს ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა.
თხოვნით მივმართავ ჩემს კოლეგებს, ერთობლივად შევიმუშავოთ განცხადება და მხარდაჭერის კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
მჯერა რომ ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
ძალა ერთობაშია!
Слава Україні!“, - ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






