თუ რუსეთმა უკრაინა დაჯაბნა, გვახსოვდეს, შემდეგი საქართველოა - მამუკა ჟღენტი
პოლიტიკა - 17:52, 28 Aug, 2014     2828

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ თუ რუსეთმა უკრაინის დაჯაბნა მოახერხა, საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ შემდეგი საფრთხის ქვეშ მდგომი ქვეყანა საქართველოა.

„გუშინდელმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა სურათი, თუ აქამდე ჩვენთვისაც ნათელი იყო, რომ ეს იყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც შეფარული ხასიათი ჰქონდა და რუსეთი მაინც ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა მონაწილოების გამჟღავნებისგან, ამიტომაც იყო რომ ამას ერქვა ანტიტერორისტული ოპერაცია, დღეს კი მე ვიტყვი, რომ გუშინ დაიწყო სამამულო ომი, რომელიც არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული, ეს არის ევროპის წინააღმეგ მიმართული“,- განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

„გუშინ გამოცხადდა ომი საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღდეგ ბრძოლა, ეს არის მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ასე მალე არ დამთავრდება, ფაქტობრივად ორი სახელმწიფოს შორის დაიწყო ღია საომარი მოქმედებები“,- აღნიშნა მამუკა ჟღენტმა.

კითხვაზე რა გავლენა შეიძლება მოხადინოს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოზე, ჟღენტი აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქროს.

„ის თუ რა მოხდება და როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი უკრაინაში, ამას პირდაპირი ზეგავლენა ექნება საქართველოზე, არა ეკონომიკურ მდგომარეობაზე და არა იმაზე რა ექსპორტს მოახერხებს საქართველო, აქ საუბარია ჩვენს დამოუკიდებლობაზე, ჩვენს სუვერენიტეტზე, ჩვენს მომავალზე და სახელმწიფოებრიობაზე. თუ რუსეთმა უკრაინის დაჯაბნა და ოკუპაცია მოახერხა, ჩვენ უნდა გვახოსვდეს, რომ საქართველო არის ოკუპირებული, 40 კილომეტრში დგანან რუსული ტანკები და შესაბამისად, რუსეთი ამ პოლიტიკას, თუ გაუვიდა უკრაინაში, შემდეგ გააგრძელებს მის აქტიურ ფაზაში გადასვლას, მათ შორის საქართველოში, საფრთხის ქვეშ არის მოლდოვაც“,- ამბობს ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი.

მამუკა ჟღენტმა აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მაია ფანიჯიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეფასა.

„მე ვუსმენდი სააქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც უკრაინაის მოვლენებზე საუბრობდა და დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის წარმოადგენდა ტრინიდადს და ტობაგოს და არა საქართველოს, ქვეყანა რომელიც ოკუპირებულია იგივე ქვეყნის მიერ. რაც მე მოვისმინე მთავარი პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ პეტრე პოროშენკო ვერ ჩავიდა თურქეთში, ეს არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ თუ უკრაინაში რუსეთს გაუვიდა, ხვალ საუბარი იმაზე აღარ იქნება თურქეთში პრეზიდენტი მარგველაშვილი წავა თუ პრემიერი ღარიბაშვილი, საუბარი იქნება რამდენად იარსებებს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ამიტომ ფაქტია, რომ საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ცალსახა და ადეკვატური“,- განაცხადა ჟღენტმა.

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ რუსეთის პრეიზდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული ქმედებებით სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის ინტერესებს და მისი ხელისუფლების მდგრადობას.

„კრიტიკა რა თქმა უნდა დასავლეთსაც ეკუთვნის, ის რაც ხდებოდა ანტიტერორისტული ოპერაცია, ეს იყო უკვე ომი ორ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ამის გამჟღავნება გუშინდელ ღამემდე არ მომხდარა. პუტინმა ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაიგო თავი, იმით რაც გააკეთა ყირიმში, რასაც აკეთებდა დონეცკის ოლქში,შესაბამისად, ჩემი აზრით ეს არის უფრო სასოწარკვეთილების გამოხატულება და ბოლო რესურსის გამოყენება, რადგან რამენაირად სიტუაციიდან გამოძვრეს.

ამით მან სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის ინტერსებს ასევე მისი ხელისუფლების მდგარდობას. გამორიცხულია რუსეთმა ბოლმდე შეძლოს უკრაინის ტერიტორიის დაკავება და დაპყრობა,უკრაინის შუაგულს უკრაინის ხალხი არ დაანებებს და არ შეეგუება. ამიტომ საბოლოო ჯამში რუსეთი ალბათ დამარცხდება. ის ქმედითი ნაბიჯები რაც დასავლეთმა გადადგა სანქციების თვალსაზრისით, ალბათ მაგით არის გამოწვეულიპუტინის არაადეკვატური და გრძელვადიან პერსპექტივაში დამღუპველი ნაბიჯები“,- განაცხადა ჟღენტმა.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42