საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებს.
პრემიერის განცხადებით, NDI-ის როგორც ინსტიტუტს, ის პატივს სცემს, თუმცა ადგილობრივ ოფისთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ NDI-ის ადგილობრივი ოფისი მისთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება.
“NDI-ის კვლევებზე უკვე აღარ დაობენ, ამიტომ მე კომენტარს აღარ გავაკეთებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვევებზე, რომელიც პირდაპირ ასოცირდება “ნაციონალურ მოძრაობასთან”. მინდა დავაკონკრეტო, რომ NDI-ის როგორც ინსტიტუტს, ჩვენ პატივს ვცემთ, თუმცა სამწუხაროდ და საუბედუროდ, ბევრი კითხვა არსებობს ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის და მათ მიერ დაქირავებული ორგანიზაციის მიმართ, რომელიც პირდაპირ ასოცირდება “ნაციონალურ მოძრაობასთან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






