სახეზეა ნიჰილიზმი, რომელიც ხელისუფლებისგან იმედგაცრუებულ მოსახლეობაში გაჩნდა - დიმიტრი შაშკინი NDI კვლევებს აფასებს
პოლიტიკა - 20:36, 27 Aug, 2014     1919
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ კვლევას აფასებს დიმიტრი შაშკინი. ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში ყოფილი მინისტრი შედეგებს კანონზომიერს უწოდებს და ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ მიერ მოსახლეობისთვის გაცემული დაპირებების არშესრულებამ, ბუნებრივია ნიჰილიზმი გამოიწვია.

,,ეს არის კანონზომიერი მოვლენა, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის მსვლელობის პერიოდში, გასცა ძალიან ბევრი დაპირება, ბუნებრივია, რომ ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან პოლიტიკასთან და რომლებსაც გაჩნიათ ინფორმაცია სახელმწიფოს მოწყობასა და რესურსებზე, ბუნებრივია მაშინაც ამბობდნენ, რომ ამ დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა არის არალევერანტური და შეუძელებელი იქნება ამის განხორციელება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ დაპირებების დიდი ნაწილი ხალხმა დაიჯერა და შეიქმნა მოლოდონი რომ ბენზინი იქნება ლარი, შუქი, გაზი იქნება უფასო, მარშუტკები იქნება უფასო და ა.შ. ბუნებრივია, რომ ამ დაპირებების ტალღამ გაქაჩა წელიწადნახევარი, იმიტომ, რომ მოდიოდა საპრეზიდენტო არჩევნები და ამ დაპირებების არშესრულება დაბრალდა მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომ ის უშლიდა ამ დაპირებების შესრულებას ხელს. მერე დაბრალდა თბილისის მერს უგულავას და ადგილობრივ ხელისუფლებას სხვდასხვა რაიონებში, რომ ისინი უშლიდნენ, მაგრამ ახლა უკვე „ქართული ოცნება“ მთლინად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო მანქანას, დაწყებული პარლამენტიდან და დამთავრებული ადგილობრივი თვითმმართველობებით. აქედან გამომდინარე გადაბრალება ვერ ხერხდება და ამ დაპირებების არშესრულება ბუნებრივია იწვევს ნიჰილიზმს იმ მოსახლოებაში, რომელმაც დაიჯერა, რომ მართლაც შეიძლება იყოს მგზავრობა უფასო, ლარიანი ბენზინი და ა.შ. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ახლა სახეზე გავქვს გარკვეული ნიჰილიზმი მოსახლეობაში, რომელსაც გული აუცრუვდა იმ მოლოდინებზე, რომელიც მათ ჰქონდათ“, - აცხადებს შაშკინი და კვლევის სწორეად წაკითხვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

შაშკინის განმარტებით, კვლევაში რეიტინგი მეორეხარისხოვანია, მისი მთავარი არსი პოლიტკოსებისდამი პრობლემატიკის გაცნობაში დახმარებაა. შაშკინი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში ნაკლებობაა იმ ადამიანების, რომლებსაც სწორად შეუძლიათ კვლევის წაკითხვა.

,,კვლევა ეს ექიმის მიერ ჩატარებული სისხლის ანალიზია, რომელიც ადგენს, კონკრეტულ დაავადებას, თუ შენ არ გესმის და არ იცი ამ ანალიზის წაკითხვა, ბუნებრივია შენში იქნება უნდობლობა. რეიტინგი არის მეორე ხარისხოვანი, კვლევის მთავარი არსი არის დახმარება ხელისუფლების, ან პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომ უკეთ გაიცნონ ის პრობლემატიკა, რაც აწუხებს ხალხს. ხალხი, პირდაპირ კვლევებში პირდაპირ საუბრობს უმუშევრობაზე, სოციალურ პრობლემებზე, შეუსრულებელ დაპირებებზე და ა.შ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მმართველ გუნდსა და მთავრობის წევრებს შორის არის ძალიან დიდი ნაკლებობა ადამიანებისა, რომლებსაც შეუძლიათ კვლევის წაკითხვა“, - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოწონების მაღალ რეიტინგს პრემიერთან შედარებით, შაშკინი განმარტავს, რომ კეთილდანწყობა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ამდენივეს მიიღებს ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა არჩევნებში. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს დაინხაროს ყველაზე დიდი პრობელმა, რომელიც პიარის კუთხით აქვს.

,,სიმართლე რომ გითხრათ, ალასანიას 60%, არ არის მაღალი, კარგად მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში მისი პირადი სიმპატიის მონაცემები არ ვარდებოდა 70%-ს ქვემოთ, 7 ნოემბრის პერიოდშიც კი, ეს სიმპატიის რეიტინგი არ ნიშნავს, რომ ამდენს მიიღებს ესა თუ ის პოლიტიკოსი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კეთილგანწყობა კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ. ალასანიას შემთხვევაში, ის არის თავდაცვის მინისტრი და ასოცირდება ჯართან, ამ შემთხვევაში ჯარის პოზიტივი პროეცირდება სწორედ მასზე. აქედან გამომდინარე 60% ნამდვილად მაღალი არ არის, აქ უფრო სიღრმისეული პრობლემებია, თუ მთლაინად გადავხედავთ ამ ჩამონათვალს ჩვენ დავინახავთ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას, რომელიც მათ არ უნდათ რომ დაინახონ, ეს არის პიარის კუთხით. სიმპატიის რეიტინგებში ძალიან დაბალი სიმპატიის მაჩვენებლი აქვთ იმ ადამიანებს, იმ სპიკერებს, რომლებიც გამოდიან „ქართული ოცნების“ სახელით, როგორიც არის ვოლსკი, ბესელია და კიდევ რამდენიმე დეპუტატი“, - აცხადებს შაშკინი.

ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, გიორგი მარგველაშვილის მაღალ რეიტინგს შაშკინი დაჩაგრულის რეიტინგს უწოდებს.

,,მთლიანად ხელისუფლება რომ ავიღოთ, პირდაპირ არჩეული ადამიანი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მარგველაშვილი. კი, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, მაგრამ მას პირადად ხალხმა მისცა ხმა. აქედან გამომდინარე, ხალხი ამ კონკრეტული მაჩვენებლებით მიუთითებს ხელისუფლებას, რომ მას არ მოსწონს პრეიზდენტის ეს მიჯირყვნის პროცესი, იმიტომ, რომ მოგვწონს თუ არა ჩვენ პრეზიდენტი, ეს ჩვენი არჩეულია, მე ხმა მისთვის არ მიმიცია, მაგრამ ხალხმა მისცა ხმა. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ, როგორც პრეზიდენტს, როგორც ხალხის მიერ არჩეულს. ამასთან, მნიშვნელოვანი ისიც, რომ ხალხი, რომელიც დაჩაგრულ მდგომარეობაში იმყოფება, ასევე კეთლიგანწყობილია იმ პოლიტიკური ფიგურის მიმართ და ამ შემთხვევაში, საქმე ეხება პრეზიდენტს, რომელიც ასევე დაჩაგრულის იმიჯს ატარებს. შესაბამისად, ხალხი დაჩაგრულის მიმართ სოლიდარული ხდება.

ჩემი სუბიექტური აზრით, ეს არის ხალხის მკაფიო მესიჯი მთავრობის მიმართ. კერძოდ ის, რომ მიჯირყვნის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს პრეზიდენტის მიმართ, არ არის მოსახლოების მიერ ტოლერანტულად შეფასებული“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.


ნინა გოლოშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42