აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია
პოლიტიკა - 18:06, 27 Aug, 2014     1516
არჩილ ხაბაძის განცხადებით, მთავრობის აპარატში და საქვეუწყებო დაწესებულებებში ცვლილებების შესახებ ბრძანებას გუშინ მოეწერა ხელი. მთავრობის აპარატის უფროსად დაინიშნა რუსლან ქორიძე. ქობულეთის ყოფილი გამგებელი გიორგი რომანაძე დაინიშნა საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსად, ხოლო ამავე უწყების ყოფილი უფროსი კახა შაშიკაძე გადავიდა მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, რომელსაც ადრე სულხან ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა.

„რაც შეეხება ცვლილებებს განათლების სამინისტროში, მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთან ბატონ გია თავამაიშვილთან. გავივლით რამდენიმე ვარიანტს და ვაკანტურ ადგილებზე შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის ახალ თანამშრომლებს დავნიშნავთ. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე. ამ ეტაპზე მას ვერ შევთავაზებთ თანამდებობას. სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ პრეტენზიები დეპარტამენტის ფედერაციებთან ურთიერთობის და სტრატეგიული დაგეგმვის ნაწილში. მე მივიღე გადაწყვეტილება მინისტრთან ერთად, რომ ამ თანამდებობაზე მოიძებნოს ისეთი კადრი, ვინც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს სპორტს და სპორტსმენების ინტერესებს დაიცავს. ჯერ გამოკვეთილი კანდიდატი არ გვყავს. განათლების მინისტრის მოადგილე ქეთინო მანელიშვილიც გათავისუფლდა, მასთან კითხვები მქონდა თეატრში და სახელმწიფო ანსამბლში არსებული პრობლემების თაობაზე. მე და ბატონი გია ვფიქრობთ, რომ კულტურის მხრივ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მოვიდა დრო ამ მიმართულებას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას ისეთი ადამიანი ჩაუდგეს სათავეში, ვინც უფრო ეფექტურად შეძლებს მართვას. ქეთევან მანელიშვილი ჩვენი გუნდის წევრია და ის გააგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას. მასთან კონსულტაციები მიმდინარეობს მის დასაქმებაზე.

ცვლილება შეეხო ასევე კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს ბიძინა აფხაზავას, თუმცა მისი გამოცდილების გათვალისწინებით, ის მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ ეტაპზე გათავისუფლებები არ იგეგმება, იქნება როტაცია, ეს შეიძლება მოადგილეებსაც შეეხოს და სერვის ცენტრებსაც. ერთი ვაკანსია გვაქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ორი კანდიდატურა შეირჩა, ორივე თავის სფეროში კომპეტენტური და პროფესიონალია. მალე პირადად გავიცნობ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42