NDI-ის კვლევებში პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს.
თავდაცვის მინისტრი გამოკითხულთა 60%-ს მოსწონს. მეორე ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი 54 %-ით იკავებს. მესამე ადგილზეა დავით უსუფაშვილი 51 %-ით. მოწონების რეიტინგში შემდეგ პოზიციაზე, 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი, ასევე, 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით - ბიძინა ივანიშვილი, 45%-ით დავით ნარმანია, 44-44%-ით კი თეა წულუკიანი და კახი კალაძე იკავებენ.
როგორც NDI-ში განმარტავენ, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რეიტინგში მოცემული თითქმის ყველა პირის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია, მათ შორის, აპრილში, ირაკლი ალასანიას მოწონების რეიტინგი 67%-ს შეადგენდა, ირაკლი ღარიბაშვილის - 64%-ს, დავით უსუფაშვილის – 61%-ს, დავით ბაქრაძის - 51%-ს.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






