როგორია ცხოვრების დონე და მსყიდველობითუნარიანობა - IPM-ის კვლევა
პოლიტიკა - 17:11, 26 Aug, 2014     5952

ხალხის აზრი პოლიტიკის გარეშე-როგორ ცხოვრობენ ადამიანები საქართველოში

2014 წლის ივნისში კომპანია ,,აიფიემ კვლევებმა“ საქართველოს მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა თემაზე, თუ როგორ აფასებენ ადამიანები მათ ცხოვრების დონეს და რა მოლოდინები აქვთ ცხოვრების დონის ცვლილებასთან დაკავშირებით მომავალში.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 12 პროცენტი თვლის, რომ ცხოვრობს კარგად, ან ძალზედ კარგად. თუმცა, მთავარი ალბათ ის არის, რომ ხუთი წლის შემდეგაც კი, მოსახლეობის 15% ვერ ხედავს საკუთარი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს, გამოკითხულთა მესამედი კი თვლის, რომ ხუთი წლის შემდეგ მისი ცხოვრების დონე ისევე იქნება საშუალო, როგორც არის დღეს. მიმდინარე პერიოდში კი, რესპოდენტთან მესამედი საკუთარი ცხოვრების დონეს ან უკიდურესად ცუდად, ან უბრალოდ ცუდად აფასებს, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი კი ფიქრობს, რომ ცხოვრობს საშუალოდ, არც ცუდად, არც კარგად.

საქართველოს მოსახლეობას კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ თავისი ცხოვრების ამჟამინდელ დონეს, შემდეგნაირად პასუხობს: მოსახლეობის 33.5% აფასებს თავის ცხოვრების დონეს, როგორც ცუდს ან ძალიან ცუდს ( 10 % მიიჩვევს, რომ მათი ცხოვრების დონე არის ძალიან ცუდი, ხოლო 23.5% მიიჩნევს, რომ ცხოვრების დონე არის ცუდი), 54% მიიჩნევს, რომ მათი ცხოვრების დონე არის საშუალო,ხოლო 12.6% მიიჩნევს, რომ მათი ცხოვრების დონე არის კარგი ან ძალიან კარგი (კარგი-9.8%; ძალიან კარგი- 2.8%)

გარდა არსებული ცხოვრების დონის შეფასებისა რესპონდენტებს დაესმოდათ კითხვა მათ მოლიდინთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობენ გაუმჯობესდება თუ არა მათი ცხოვრების დონე მომავალში, ანუ როგორი იქნება ის რამოდენიმე წლის შემდეგ. როგორც გრაფიკიდან ჩანს, მოსახლეობას აქვს მომავალში უკეთესობის იმედი, დაახლოებით 44% მიიჩნევს, რომ მათი ცხოვრების დონე მომავალ წლებში იქნება კარგი ან ძალიან კარგი; 36% მიიჩნევს რომ მისი ცხოვრების დონე მომავალ წლებში იქნება საშუალო, ხოლო დაახლოებით 17% თვლის, რომ მისი ცხოვრება იქნება ცუდი ან ძალიან ცუდი.

საკუთარი ცხოვრების დონით და მსყიდველობით უნარიანობით კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია 30%, ხოლო უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილო არის 70%.

რესპონდენტების ყველაზე დიდი ნაწილი 44% მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ცხოვრების დონე არ იცვლება, 30% მიიჩნევს რომ ცხოვრების დონე უარესდება, ხოლო 26%-ს მიაჩნია, რომ ცხოვრების დონე უმჯობესდება.

კომპანია აიფიემ კვლევების მიერ ჩატარებული 18+ რესპონდენტების გამოკითხვა, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1100 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42